close
16 მაისი 19:03

მენეჯმენტი

გიორგი ამზაშვილი

გენერალური დირექტორი

გიორგი ამზაშვილმა 2025 წლის ივლისში დაიკავა საქართველოს საფონდო ბირჟის ჯგუფის გენერალური დირექტორის პოზიცია. გიორგი არის ფინანსური და კაპიტალის ბაზრების ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი მრავალმხრივი გამოცდილება კორპორატიული ფინანსების, სტრუქტურირებული ფინანსების, კაპიტალის ბაზრების განვითარების და სტრატეგიული კონსულტაციის სფეროში, როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ეკონომიკებში.
ის ხელმძღვანელობდა კომპლექსურ პროექტებს M&A კონსულტაციებში, ინოვაციური ფინანსური ინსტრუმენტების შექმნაში და ეკონომიკური რეფორმების დიზაინში, რაც მიზნად ისახავდა ბაზრის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
მის გამორჩეულ მიღწევებს შორის აღსანიშნავია მუშაობა Deloitte Consulting-თან USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში, სადაც ხელმძღვანელობდა საქართველოში კრიტიკული ფინანსური კანონმდებლობისა და პლატფორმების განვითარებას — მათ შორის საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონის, სეკურიტიზაციის შესახებ კანონის და უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტების (REITs) ჩარჩოების. მისი ექსპერტიზა სეკურიტიზაციაში და კომპლექსურ გარიგებებში, რომლებიც მოიცავს აქტივებით უზრუნველყოფილ ფასიან ქაღალდებს, სინდიცირებულ სესხებს და საკუთარ კაპიტალში ინვესტიციებს, დადასტურებულია წარმატებით განხორციელებული ტრანზაქციებით.
მშობლიური ქართულის გარდა გიორგი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს და არის ტულეინის უნივერსიტეტის ა.ბ. ფრიმენის ბიზნეს სკოლის Executive MBA.

თამაზ ხიზანიშვილი

დირექტორი ვაჭრობაზე დაშვების დარგში 
თამაზ ხიზანიშვილი 1999 წლის თებერვლიდან იკავებს სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ ვაჭრობაზე დაშვების მიმართულების დირექტორის პოზიციას. იგი ხელმძღვანელობს ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე დაშვების პროცესს, ემიტენტებთან ურთიერთობასა და შესაბამისი წესებისა და პროცედურების განვითარებას.
მას აქვს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე 25 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება. კარიერის განმავლობაში მუშაობდა როგორც საბირჟო, ისე საბანკო სექტორში, მათ შორის სს „კავკასიის ბირჟაზე“, სადაც იკავებდა საფონდო კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას, ასევე სს „ბაზისბანკსა“ და სს „გაერთიანებულ ქართულ ბანკში“ საინვესტიციო და ფასიანი ქაღალდების მიმართულებით ხელმძღვანელ პოზიციებზე.
იგი აქტიურად იყო ჩართული კაპიტალის ბაზრის ინსტიტუციურ განვითარებაში — იყო ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების ინსპექციასთან არსებული საკონსულტაციო-საექსპერტო საბჭოს წევრი, ასევე „ბარენც ჯგუფთან“ არსებული ტრეინინგის საკონსულტაციო საბჭოს წევრი. იყო საინფორმაციო-ანალიტიკური ჟურნალის „ფასიანი ქაღალდების ბაზარი“ რედაქციის წევრი და არის სამი სახელმძღვანელოს თანაავტორი.
თამაზ ხიზანიშვილს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი და ასპირანტურა.

ხათუნა გვილავა

ფინანსური დირექტორი (CFO) 
ხათუნა გვილავა 2025 წლიდან იკავებს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ (GSE) ჯგუფის ფინანსური დირექტორის პოზიციას. იგი ხელმძღვანელობს ჯგუფის ფინანსური სტრატეგიის განსაზღვრასა და განხორციელებას, უზრუნველყოფს საბიუჯეტო პროცესების ეფექტიან მართვას და კომპანიის ფინანსური მდგრადობის გაძლიერებას.
მისი პასუხისმგებლობის სფერო მოიცავს ფინანსური რისკების მართვას, საინვესტიციო გადაწყვეტილებების ფინანსურ ანალიზს, ხარჯების ოპტიმიზაციას და ფინანსური დეპარტამენტის საქმიანობის კოორდინაციას. მენეჯერულ საქმიანობასთან ერთად, ხათუნას აქვს მრავალწლიანი ტრენერობის გამოცდილება ფინანსურ დისციპლინებში, რაც მას საშუალებას აძლევს აქტიურად შეუწყოს ხელი კორპორაციული სწავლებისა და გუნდის პროფესიული განვითარების პროცესებს.
ხათუნა გვილავას კარიერა ორგანიზაციაში 2015 წლიდან დაიწყო, სადაც მან იკავა მთავარი ბუღალტრისა და ფინანსური მენეჯერის პოზიციები, მნიშვნელოვნად წვლილი შეიტანა ფინანსური პროცესების ოპტიმიზაციაში და კომპანიის ეფექტიანობის ზრდაში.
მას აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხი ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით. ასევე არის ACCA-ის (Association of Chartered Certified Accountants) კანდიდატი, წარმატებით აქვს გავლილი Applied Knowledge და Applied Skills დონეები და ამჟამად იმყოფება Strategic Professional ეტაპზე.

გიორგი ბაციკაძე

ტექნოლოგიების დირექტორი (CTO)

გიორგი ბაციკაძე არის ტექნოლოგიების დირექტორი საქართველოს ცენტრალურ ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარში, საქართველოს საფონდო ბირჟასა და თბილისის საფონდო ბირჟაში, სადაც იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კაპიტალის ბაზრის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოდერნიზაციას. იგი პასუხისმგებელია სავაჭრო და პოსტ-ტრედინგ სისტემების განვითარებაზე, ტექნოლოგიური სტაბილურობისა და ბაზრის ოპერაციული ეფექტიანობის უზრუნველყოფაზე.

მას აქვს ასევე აქვს გამოცდილება, კორპორატიული ფინანსების, შერწყმა-შესყიდვის (M&A), აუდიტისა და საკონსულტაციო პროექტების მიმართულებით. კარიერის განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში, მათ შორის KPMG-ში და Triple A Internetshops GmbH-ში, სადაც ხელმძღვანელობდა პროექტებსა და გუნდებს.

მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა ინდუსტრიაში განხორციელებულ საკონსულტაციო პროექტებს, მათ შორის ფინანსურ სექტორში, ენერგეტიკაში, ტელეკომუნიკაციებსა და რეგულირების სფეროში.

გიორგი ბაციკაძე არის Oxford Brookes University-ის კურსდამთავრებული.

ნინო (ნუკი) სამხარაული

დირექტორი იურიდიულ და რეგულაციების დარში 
ნინო (ნუკი) სამხარაული 2018 წლიდან არის საქართველოს საფონდო ბირჟის ჯგუფის წევრი და ხელმძღვანელობს იურიდიული და რეგულაციების მიმართულებას. იგი ზედამხედველობს კომპანიის სამართლებრივ საკითხებს, კაპიტალის ბაზრის ინფრასტრუქტურის სამართლებრივ მხარდაჭერას, რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესებს.
მას აქვს 15 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება ფინანსურ და ანგარიშვალდებულ ორგანიზაციებთან. კარიერის განმავლობაში მუშაობდა პროექტის იურისტად დიდ ბრიტანეთში, ასევე თანამშრომლობდა ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან, როგორც გარე იურიდიული კონსულტანტი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საინვესტიციო პროექტების სამართლებრივი ანალიზის მიმართულებით. იგი აქტიურად მონაწილეობს პროფესიული ცოდნის გაზიარებაში და მიწვეული ლექტორის რანგში ატარებს ლექციებსა და ტრენინგებს კორპორაციული მართვისა და კაპიტალის ბაზრის თემებზე.
ნინო სამხარაული არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით და წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეებს სასამართლოში.
მას აქვს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები საერთაშორისო სამართალში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგისტრის ხარისხი კერძო სამართალში კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, ასევე LL.M სავაჭრო და საკორპორაციო სამართალში Queen Mary University of London-ში.

Image Image Image Image Image Image Image Image Image Image Image Image Image Image